logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: წლებია გვესმის, რომ NATO-ს კარი ღიაა - არ გვინდა ეს ღია კარი. მიიღეთ გადაწყვეტილება და მიგვიღეთ NATO-ში, ეს არის ძალიან მარტივი
- +

13 სექტემბერი. 2023. 13:32

 

 

"თუ გაქვთ რაიმე კონკრეტიკა, წერილი ოფიციალური პირებისგან ან ოფიციალური უწყებიდან, შეგიძლიათ წარმოადგინოთ, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა," - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „2 წლის წინ, უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე, რატომ ეთქვა მას უარი?“.

 

მე არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს. მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. თუ გაქვთ რაიმე კონკრეტიკა, წერილი ოფიციალური პირებისგან ან ოფიციალური უწყებიდან, შეგიძლიათ წარმოადგინოთ. საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის ნატოს წევრობა. არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა - არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და მიგვიღეთ ნატოში, ეს არის ძალიან მარტივი“, - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner