logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ აღსრულებაში მოვა - არ არსებობს დღეს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად ეპყრობა
- +

13 სექტემბერი. 2023. 13:33

"არ არსებობს დღეს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად მოიხსენიებს და ეპყრობა. ყველა, ვინც ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, ის არის პირველი ანტიევროპელი," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტი მთავარი ოპოზიციონერი გახდა.

 

„პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ აღსრულებაში მოვა. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს ბოლოში გავა და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს, კონსტიტუციის წინაშე ვალდებულებაა, რომ ეს ასე უბრალოდ არ გავატაროთ. თუ იმპიჩმენტს ფორმალური ხასიათი აქვს, ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ისტორიას დარჩეს, პრევენციული ხასიათის იყოს ის, რაც ჩაიდინა. პათოსი, რომ კონსტიტუცია დაარღვია, რამე ხომ არ უქნია ისეთი - არის უკიდურესად დამაზიანებელი. არ არსებობს დღეს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად მოიხსენიებს და ეპყრობა. ყველა, ვინც ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, არის პირველი ანტიევროპელი, ის არის საკუთარი ქვეყნისა და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის არის კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტის მხარეს, რომელიც არათუ დამაბალანსებელი, პოლარიზაციის შემამცირებელი, არამედ მთავარი ოპოზიციონერი და მთავარი მაპოლარიზებელი გახდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner