logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
- +

ავტორი ანა ფერაძე

7 სექტემბერი. 2016. 18:56



 „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში  გოჩა ენუქიძემ „რეპორტიორთან"  საუბრისას აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქვე ენუქიძემ განაცხადა, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა საქართველოს რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს. მათ შორისაა ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და მესტიის მუნიციპალიტეტები, რაც პარლამენტის, მთავრობის და სამხარეო ადმინისტრაციების ერთობლივი დამსახურებაა.



„საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ვცდილობ, ყველას გავაცნო ჩვენი სამომავლო გეგმები, ვინიშნავ ყველა საკითს, პირადად მივდივარ ადგილზე და დეტალურად ვეცნობი პრობლემას.

 

არის საკითხები, რომელიც დაგეგმვას და ანალიზს საჭიროებს. მე ჩემი ამომრჩევლის იმედი მაქვს და ვინც იცის, თუ რამდენი რამ გაკეთდა ამბროლაურის რაიონში, მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება „ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ.  ვამაყობ, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობის დროს აქტიურად ვიყავი ჩართული რეგიონების განვითარების საქმეში.

 

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა საქართველოს რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს. მათ შორისაა ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და მესტიის მუნიციპალიტეტები, რაც პარლამენტის, მთავრობის და სამხარეო ადმინისტრაციების ერთობლივი დამსახურებაა. დიახ, მე ამაყი ვარ, რომ ამ დიდ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე.

 

 ამ პერიოდში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600-მდე დასახლებულ პუნქტს მიენიჭა, სადაც  2017 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდება. ამ სტატუსის ოჯახები ისარგებლებენ მთელი რიგი სოციალური შეღავათებით. ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე კატეგორიების მიხედვით გაიცემა ფულადი დახმარება თვეში 100-200 ლარის ოდენობით. ამ სტატუსის მქონე დასახლებებში 20%-ით იზრდება პენსია. გარდა ამისა, იზრდება ექიმებისა და პედაგოგების ხელფასები, ელექტროენერგიის ხარჯებს 50 პროცენტით აანაზღაურებს სახელმწიფო", - განაცხადა ზაზა ენუქიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner