logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძალიან ბევრი უცხოური გავლენის აგენტია ქვეყანაში და რომელ პლატფორმაზე წარდგებიან ისინი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შინაარსობრივად ერთნი არიან
- +

13 სექტემბერი. 2023. 13:40

 

 

"ძალიან ბევრი უცხოური გავლენის აგენტია ქვეყანაში და რა სახელებით ან რომელ პლატფორმაზე წარდგებიან ისინი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შინაარსობრივად ერთნი არიან," - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

შეიძლება გვარები განსხვავდებოდეს, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრია უცხოური გავლენის აგენტი ქვეყანაში და რა სახელებით ან რომელ პლატფორმაზე წარდგებიან ისინი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს შეიძლება „ნაცები“ იყვნენ, ხვალ „დროა“, „ევროპული საქართველო“, ზეგ „ლელო“, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა მოსახლეობამ ყველა პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიის სულისკვეთება, მიდგომები და დამოკიდებულება იცის. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს დამოკიდებულება და მიდგომები გაგრძელდება მომავალშიც იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner