logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ევროპაში დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მართლაც უსამართლოდ ეთქვა საქართველოს უარი კანდიდატის სტატუსზე შარშან
- +

13 სექტემბერი. 2023. 17:46

 

 

“ევროპაში დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მართლაც უსამართლოდ ეთქვა საქართველოს უარი კანდიდატის სტატუსზე შარშან და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიმეორებთ, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც დროში გადადო ჩვენთვის სტატუსზე მონიჭება”, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამან გაააქტიურა საქართველოს, ევროპისა და დასავლეთის არაკეთილმოსურნე ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

 

თუ დღეს ევროპაში პოლიტიკოსების ორ ფრთას შორის მიდის საუბარი, მიანიჭონ თუ არა ჩვენს ქვეყანას სტატუსი, არ მინიჭების მომხრეები აბსოლუტურად ანტიევროპულ განზომილებაში არიან. საქართველოს დატოვება კანდიდატის სტატუსის გარეთ ამ რთულ ვითარებაში, როცა რეგიონში ომია, როცა საქართველო საიმედო პარტნიორია ყველა მიმართულებით, ეს იქნება უსამართლო, მაგრამ ეს იქნება ასევე ცუდი ევროპისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ამაზე კიდევ ერთხელ შედგება სერიოზული მსჯელობა. უნდა დაისვას კითხვები, თუ ვის ინტერესებს ემსახურება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს სტატუსი. ჩვენ მზად ვართ საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, არანაირ კომპრომისს არ დავუშვებთ საქართველოში მშვიდობის ხარჯზე და გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner