logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ხობის, სენაკისა და ფოთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
- +

13 სექტემბერი. 2023. 18:13

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო-სვანეთის მხარეში გრძელდება. ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები დღეს ხობში, სენაკსა და ფოთში გამართულ კონფერენციებზე აირჩიეს.

• „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია;
• სენაკის ორგანიზაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უხელმძღვანელებს;
• ფოთის ორგანიზაციას, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი - ბექა ვაჭარაძე.

14 სექტემბერს, პარტიული კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში გაიმართება.

ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner