logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ევროპაში ნამდვილად თვლიან, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს
- +

13 სექტემბერი. 2023. 18:36

"ევროპაში ნამდვილად თვლიან, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს არის ფაქტის დონეზე განსახილველი საკითხი. ფაქტია იმიტომ, რომ ძალიან მალევე, როდესაც გამოქვეყნდა შეფასებები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მდგომარეობის შესახებ, ყველგან აღინიშნა, რომ ნებისმიერი კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის 12 რეკომენდაცია რასთან დაკავშირებითაც არის გაცემული, იმ მიმართულებებითაც კი საქართველოს კრიტერიუმები არის უკეთესი," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„თუმცა გახსოვთ თქვენ, გასულ წელსაც იყო შეფასებები, შეხედულებები, მოსაზრებები იმ საკითხის ირგვლივ, რომ არსებობდა კიდევ რაღაც ტექნიკური თავსებადობისა, მაგალითად გეოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები და მაშინ მიჩნეული იქნა, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება უფრო მეტ სიფრთხილეს გულისხმობდა ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს რომ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს იმაზე, შეცდომა იყო შარშან დაშვებული და წელს იმავეს განმეორება არ შეიძლება. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მნიშვნელოვანი იყო თვითონ ევროპისთვისაც იმიტომ, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაც მოიცავს ამ მნიშვნელოვან ფრაგმენტს, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას“, - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner