logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში
- +

13 სექტემბერი. 2023. 19:28

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი თქვა.

 

აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner