"რომელიღაც „ნაცსუბიექტმა“ დაწერა ვითომ კომპეტენტური და ვითომ სანდო ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკულ ბაზაზე საქართველომ თქვა უარი. სამარცხვინო ისაა, რომ ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ: „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„ნაცპროპაგანდის უგვანო თავისებურება - „ჭ“ კლასის აქტივისტს ათქმევინებენ რაღაც სისულელეს და შემდეგ ამაზე აწყობენ ვითომ „შავ პიარს“. რომელიღაც ნაცსუბიექტმა დაწერა ვითომ კომპეტენტური და ვითომ სანდო ინფორმაცია „ყვავის ჩხიკვის მამიდის მეზობელზე“ დაყრდნობით, რომ თითქოს ამერიკულ ბაზაზე საქართველომ თქვა უარი. ააყიყინეს სანაცეთის პოლიტიკანები და სასაცილო „ექსპერტები“ მორიგ სიყალბეზე.
თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად. მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ უფრო სამარცხვინო ისაა, რომ ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ: აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.