logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მოსკოვს ვეღარ დაეყრდნობა
- +

13 სექტემბერი. 2023. 22:55

 

 

„სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეიცვალა რუსეთის შესაძლებლობები. ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ამასთან, ფაშინიანის თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

 

„რუსმა სამშვიდობოებმა თავიანთი მისია ვერ შეასრულეს, თუმცა ვერ ვიტყვი, იმას რომ რუსი სამშვიდობოები რომ არ ყოფილიყვნენ ყარაბაღში, ახლა უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა“, - აცხადებს ფაშინიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner