logo_geo
eng_logo
ევროკომისიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინეს
- +

13 სექტემბერი. 2023. 22:28

 

 

ევროკომისიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინეს.

 

შესაბამისი ინფორმაცია მანამდე პოლონურმა მედიამ გაავრცელა.

 

სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა, რომ ის ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, რადგან ის არასწორია.

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის შეზღუდვის გასაგრძელებლად და არ არის მზად შეეგუოს პოლონეთის მხრიდან ცალმხრივ აკრძალვას.

 

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო იმპორტის შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილებისა მიუხედავად, ვარშავა არ დაუშვებს, რომ ქვეყანა უკრაინულმა მარცვლეულმა წაიღოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner