logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა
- +

13 სექტემბერი. 2023. 23:10

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ 12-13 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.

 

შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის და ადამიანის უფლებების დაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან.

 

შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და საქართველოს პროგრესი, ასევე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს პერსპექტივა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საფრთხეებს, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთან მიმართებაში.

 

ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში 20-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner