logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს: წარმოუდგენელი არაკომპეტენტური ჟურნალისტი ხართ, ნუ უზრდელობთ, სამეგრელოს უზრდელობა არ უხდება და თქვენც არ უხდებით შესაბამისად
- +

13 სექტემბერი. 2023. 23:24

 

 

„წარმოუდგენელი არაკომპეტენტური ჟურნალისტი ხართ, ნული გაქვთ კომპეტენცია, ნუ უზრდელობთ, სამეგრელოს უზრდელობა არ უხდება და თქვენც არ უხდებით შესაბამისად“, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას კომენტარისას, რომელიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის მამის მიერ თანხის გადარიცხვის შესახებ მის გუშინდელ განცხადებას. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, გუშინდელი განცხადების თითოეულ სიტყვაზე პასუხს აგებს.

 

„ჩემ სიტყვებს ჩამიკითხავთ? რაც მოგწერეს რედაქციიდან, თქვენთვის შეინახეთ. მე ხომ შინაარსი ვიცი. ემა, თქვენ ისე არ მოიქცეთ, როგორც იქცევით და მე გაგცემთ პასუხს. საზოგადოებაში არაფერი აღქმა არ ყოფილა, ეს თქვენ გაქვთ აღქმების შექმნის ჰოლივუდური დიდი ნიჭი, ამას ვაფასებ, მაგრამ ეს ჟურნალისტიკაში არ არის მისასალმებელი, იმიტომ, რომ საზოგადოებას ატყუებთ. მე განვაცხადე შემდეგი - პირველ რიგში შეეშვით მშობლების და ოჯახების შეურაცხყოფას. ჩვენ შევეგუეთ და გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად წერია, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი ნებაა და ვითმენთ შეურაცხყოფას, პასკვილებს, ათასგვარ სისულელეს, რომელსაც თქვენ გვაბრალებთ. შევეგუეთ ამას და მოგყვებით, დინებას მივყვებით, ვიდრე ვართ პოლიტიკაში. რაც შეეხება მშობლებს, მათდამი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას არასოდეს შევეგუებით. ეს იქნება პრემიერ-მინისტრი, ვიქნები მე თუ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია, ისევე, როგორც თითოეული თქვენგანისთვის. რაც მე ვთქვი, ამაზე პასუხს ვაგებ. თუ მრუდე სარკეებში არ ჩაიხედავთ და გონებას გაიუკუღმართებთ ხელოვნურად, მე ვთქვი შემდეგი რამ, რომ არიან ადამიანები, ბუნებრივია, ვიღაცას აქვს დანაზოგი, ვიღაცას არა და რატომ გვიკვირს მეთქი. ასე მოგახსენეთ ჩემს წინა გამოსვლაში, რომ თუ აქვს ადამიანს რაიმე დანაზოგი, იმ ადამიანს, რომელსაც არ უმუქთახორია, მთელი ცხოვრება უშრომია და ახლა დაუდგა ისეთი მომენტი, რომ შვილს და შვილიშვილს შეიძლება მნიშვნელოვან გადამწყვეტ საეტაპო პერიოდში გარკვეულად დაეხმაროს, რა არის ამაში გულის გასახეთქი და შესაშური-თქო“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner