რუსეთის ფედერაციაში, ამურის ოლქში რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
კრემლის ლიდერმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებას „გულწრფელი და პროდუქტიული“ უწოდა.
„ეს ძალიან კარგი დასაწყისია. ძალიან პროდუქტიული და გულწრფელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პუტინმა.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის „ბევრი საინტერესო პროექტია.“
„თუ გავიხსენებთ რაღაცებს: ეს მოიცავს სატრანსპორტო კავშირებს და ლოგისტიკას - ვგულისხმობთ როგორც რკინიგზას, ასევე გზას. ვგულისხმობთ მუშაობის განახლებას საზღვაო პორტში“, - აღნიშნა პუტინმა.