logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ამერიკული ბაზის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: გარდა მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა, ეს არის პროვოკაციული ტყუილი
- +

13 სექტემბერი. 2023. 23:29

 

 

ეს არის გარდა მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა, პროვოკაციული ტყუილი, რომელიც უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება, რომელიც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შეეხება და ასე უბრალოდ ნათქვამი, გასატარებელი, მოგონილი ამბავი კი არ არის. ეს არის პროვოკაციული [ტყუილი], - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ.

 

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ დეზინფორმაციას შესაძლოა დამაზიანებელი შედეგები მოჰყოლოდა.

 

„შედეგი შეიძლება მიიღო ისეთი დამაზიანებელი, რომელზეც საუბარიც კი შეიძლება გაჭირდეს პირდაპირ ეთერში. აი ასეთი ტყუილი, რომელსაც არ ერიდებიან. „მთავარი არხი“ ხომ არ არის ცალკე მედიასაშუალება, რომელიც თავისი ნებით რაღაცებს ლაპარაკობს, იგონებს ან არ იგონებს. ის ხომ იმ სტრუქტურაში ზის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, მისი კლასტერი, ომისა და ღალატის პარტია, როგორც გნებავთ, ისე მოვიხსენიოთ. უფრო დიდ პროვოკაციაზე წავიდნენ, ვიდრე ოდესმე, რასაც, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, შეიძლება გაგრძელების დროს სხვადასხვა ამბავი მოჰყოლოდა, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „მთავარი არხი“ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ ამერიკული ბაზის შექმნის შესახებ შეთავაზებას არ უარყოფს და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართა.

 

„უდიდეს შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ ის ადამიანები და ის პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯების გარდა, თავის მომხრეებს დიდ შეურაცხყოფას აყენებს ასეთ რამეს რომ ჰკადრებს - იცის, რომ დღეს თუ არა, ხვალ ეს დეზინფორმაცია გასკდება, სიცრუე გამოაშკარავდება, მაგრამ ერთდღიანი ეფექტისთვისაც - იქნებ ამ პროვოკაციამ რაიმე შედეგი მოიტანოს, მაინც ჰკადრებენ საკუთარ მომხრეებს, მაყურებლებს და ამომრჩევლებს ამ სიბინძურეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner