logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ არ დაუჭერენ მხარს იმპიჩმენტს, ისინი იქნებიან საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველები საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დარღვევაში
- +

13 სექტემბერი. 2023. 23:53

 

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის საქმე სხვა ქვეყნებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არ არის, გარდა ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც მას მთავრობა ანდობს ამ უფლებამოსილებას. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. კონსტიტუცია დაირღვა ცალსახად. ამ უარსაც, რომ არ მისცეს უფლება, თავისი საფუძველი ჰქონდა და კონსტიტუციაც დარღვეულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

„ხომ არ მოგვიგონია, რომ პრეზიდენტმა თქვა, არც შარშან ეკუთვნოდათ კანდიდატის სტატუსი და გაგვაფრთხილესო და წელს ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებსო. როდესაც ევროპა და ევროპელები გვეუბნებიან, რომ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ და დანარჩენი ნაწილობრივ არის შესრულებული. ძალიან კრიტიკულია, არაობიექტური შეფასებაა, მეტიც, არასამართლიანი შეფასებაა. სამართლიანი და ობიექტურიც რომ იყოს, ამ სამსაც კი ფორმალურს ეძახის. ანუ, ყველაზე კრიტიკულ შემფასებელზე უარეს შეფასებას უძღვნის საკუთარ ქვეყანას და რა მოლოდინია, რომ ქვეყნის გარეთ უკეთეს რამეს იტყვის ან უარყოფს. ახლაც არ უარუყვია ხომ თავისი სიტყვები სალომე ზურაბიშვილს?! კონსტიტუცია დაირღვა, ცალსახაა. საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს, პოლიტიკურ-მორალური მხრიდანაც აქ მართლები ვართ. ნამდვილად არ ვაპირებთ ხმების ხვეწნას. მათაც ხომ იციან, რომ კონსტიტუცია დაირღვა და იმპიჩმენტი ამ დროს ყველაზე რელევანტური რამ არის, რაც ასევე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ამაზე ჩვენ კონსულტაციებს არ ვაპირებთ, მაგრამ განცხადების დონეზე კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, თუკი კონსტიტუცია დარღვეულია და ეს ვიღაცას მეასეხარისხოვნად მიაჩნია, კი ბატონო, ნუ დაუჭერენ იმპიჩმენტს მხარს, მაგრამ კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი და ევროპულობა არის ქვეყნის უზენაესი კანონის უპირობო მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ იმპიჩმენტს ისინი იქნებიან საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველები საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დარღვევაში“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner