logo_geo
eng_logo
ორი ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „ორიაკს“ ალანაიამ და შვანგირაძემ მოაგებინეს
- +

14 სექტემბერი. 2023. 00:16

 

 

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეხუთე ტურის შეხვედრაში, „ორიაკმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა და 27:23 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით.

 

„ორიაკის“ ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა დაიწყო, მიხეილ ალანიამ, გიორგი ქართველიშვილმა და ბექა შვანგირაძემ. მასპინძლებმა ამ შეხვედრაში ორი ლელო დადეს და ორივე ქართველების ანგარიშზეა – თავი მიხეილ ალანიამ და ბექა შვანგირაძემ გამოიჩინეს. ქართველიშვილი და ალანია შეცვალეს, შვანგირაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. „ორიაკის“ კიდევ ერთი ქართველი, ბასა ხონელიძე მოედანზე 29-ე წუთზე გამოჩნდა.

 

„გრენობლის“ შემადგენლობაში სასტარტოში იყო ლუკა გოგინავა, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner