logo_geo
eng_logo
ისრაელის პრეზიდენტი მოუწოდებს ქვეყნის ლიდერებს, დაასრულონ კრიზისი და მიაღწიონ სასამართლო რეფორმის შესახებ შეთანხმებას
- +

14 სექტემბერი. 2023. 00:40

 

 

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მოუწოდებს ქვეყნის ლიდერებს, დაასრულონ კრიზისი და მიაღწიონ სასამართლო რეფორმის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ ისააკ ჰერცოგმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ისაუბრა.

 

ჰერცოგის თქმით, ისრაელი შიდა საფრთხის წინაშე დგას და ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს, მიაღწიონ კომპრომისს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

 

„ნება მომეცით გაგიმჟღავნოთ ის, რაც ხდება დახურულ კარს მიღმა: ამ წინადადებას აქვს ფართო მხარდაჭერა, ვიმეორებ – ამ წინადადებას აქვს ფართო მხარდაჭერა კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების, იურისტების, მკვლევარების, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროფესიონალებისგან. ახლა გადაწყვეტილებაა საჭირო, ახლა საჭიროა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჰერცოგმა.

 

შეგახსენებთ, სასამართლო რეფორმამ გამოიწვია ყოველკვირეული პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხრეები ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა აღადგენს ბალანსს ხელისუფლების შტოებში. კრიტიკოსების თქმით, რეფორმა აუქმებს სასიცოცხლო მნიშვნელობის შემოწმებებს მთავრობის უფლებამოსილებებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner