logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილზე თავდასხმით „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების გამართლებას ცდილობს
- +

14 სექტემბერი. 2023. 00:51

 

 

მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ პრემიერის მიუნხენში მგზავრობის შესახებ მედიასა და ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილზე თავდასხმით „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების გამართლებას ცდილობს.

 

„რა თქმა უნდა, ეს პრემიერ-მინისტრს შეეხება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს და ხალხი რომ ლაპარაკობს, ვამაყობთ ამ კაცის სხვადასხვა წინადადებებისა და ფრაზის გამოო, ამას რომ დარტყმას მიაყენებენ და ზიანის მიყენების მცდელობა ექნებათ, ბუნებრივი ამბავია და არ გვიკვირს. ამასობაში თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის „გაპრავების“ მცდელობა რომ ექნებათ, ესეც კარგად გასაგებია. მაგრამ რამდენჯერაც ეს მოინდომეს, ახალი დანაშაულები და ამაზრზენი საქციელები ამოუვარდა იმ კაცს და ცოტა რომ დაწყნარდნენ და ამ ტყუილებს თავი დაანებონ, იმიტომ, რომ თავისივე კატას ითხრიან, როგორც ჩანს, ცნობილი ანდაზის არ იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner