logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ესკობარის საფლავი აინტერესებდა თურმე ბიჭს ძალიან და ჩადიოდა, რომ ენახა. მერე შეიძლება გამოაყოლა ხელს იქიდან რაღაცები და ვნახეთ არაერთ კადრში თვალებამოტრიალებული
- +

14 სექტემბერი. 2023. 00:59

 

 

ოპოზიცია სამი დღე ლაპარაკობდა, რომ პრემიერი ბიუჯეტის ხარჯებით გაფრინდა. ზოგიერთმა ისიც თქვა, დაანებეთ თავი სხვა თემებზე შეედავეთ, ეს მისი უფლებაა, ქვეყნის პირველი პირიაო. მინიმუმი და მაქსიმუმი იყო ამ პიარს სპეც-ღონისძიების მიზანი. ერთი, რომ დაეზიანებინათ ღარიბაშვილი და მეორე, „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის წარსულში ჩადენილი დანაშაულები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

„ერთი კარგი რამ მოხდა მათი ამ ცუდი მოქმედების შედეგად. ერთი, ყველა შეთანხმდა ერთ აზრზე, რომ თურმე ქვეყნის პირველი პირის ჩარტერებით ფრენა ყოფილ დანაშაული. ოპოზიციას მოუწია აღიარება, ამდენწლიანი ტყუილი კამპანიის ფონზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ ნაწილშიც სისხლის სამართლის დამნაშავე. ერთი ეს გამოთხარეს და საკუთარი პირით აღიარეს და მეორე გამოთხარეს ის, რომ ამასობაში ვიღაცამ ინფორმაცია მიიტანა, რაღაც ამბები გახმოვანდა და დღეს გავიგეთ, რომ გარდა იმისა, რაც ვიცოდით, თურმე 20 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტი იყო დადებული თავდაცვის სამინისტროსგან აირზენასთან და 14 მილიონი აითვისეს და საუბარია მთლიანად პირად გამოყენებაზე. ვიღაც ქალბატონები ჩამოჰყავდა და მიჰყავდა, მასაჟისტები, ვიზაჟისტები, თავისი მეგობრები, ესკობარის საფლავი აინტერესებდა თურმე ბიჭს ძალიან და ჩადიოდა თურმე, რომ ენახა პაბლო ესკობარის საფლავი როგორი იყო, როგორ გამოიყურებოდა. მერე შეიძლება გამოაყოლა ხელს იქიდან რაღაცები, ხომ არავინ ამოწმებდა და მერე ვნახეთ არაერთი კადრები, თვალებამოტრიალებულის. რეალურად დადასტურდა ახალი, დიდი დანაშაულებრივი ფაქტი, რომ ამ ამაზრზენი პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად ჩარტერებით დაფრინავდნენ. ჩემი აზრით ეს გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner