logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ამ შემთხვევაში ხალხი
- +

14 სექტემბერი. 2023. 01:17

 

 

“ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ამ შემთხვევაში ხალხი”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

„ახლა რასაც ვიტყვი, ყველა ევროპელმა პარტნიორმა ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს. საქართველოში ვერ იქნება მათი მთავარი წარმომადგენელი ვერასდროს ის ხალხი, რომლებსაც თავისი მმართველობა დაფუძნებული ჰქონდათ სადიზმზე, წამებაზე, გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურებაზე - ამაზე იდგნენ, ტელევიზიების დარბევაზე, თავისუფალი სიტყვის მოკვლაზე, ბიზნესის რეკეტზე, შიშზე. ვერასდროს მოხდება ის, რომ ეს ხალხი იყოს ევროპის მთავარი სახე ამ ქვეყანაში. ვერასდროს მოხდება ისიც, რომ ვინც უზრუნველყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა და მისდევს ნაკისრ ვალდებულებებს, რეფორმებს ატარებს, დემოკრატიის ხარისხი გააუმჯობესა ასჯერ, ყოველგვარი უტრირების გარეშე, დემოკრატიის ხარისხი არ არსებობდა, შექმნა და თუ ეს ყველაფერი რუსულია, ეს რომ ვიღაცამ დაიჯეროს, ამაზე ანტიევროპული საქმე არ არსებობს. ვერ იქნება ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ამ შემთხვევაში ხალხი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner