გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, გაერო-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით, მომავალ კვირაში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს.
„გადაწყვეტილი მაქვს, ყველაფერი გავაკეთო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად“, – განუცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს.
გუტერეშის თქმით, შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება, თუმცა მას კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.
როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად დაესწრება მსოფლიო ლიდერების გლობალურ შეკრებას.