logo_geo
eng_logo
არარატ მირზოიანი: ბაქომ ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ახალი წინადადებები გადასცა
- +

14 სექტემბერი. 2023. 01:22

 

 

„აზერბაიჯანული მხარე სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სომხეთს გამოეხმაურა და ახალი წინადადებები გადასცა“, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

 

„ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა შეთანხმების მეხუთე ვერსია ურთიერთობების დალაგებისა და მშვიდობის დამყარების შესახებ. ჩვენი ჯერი იყო წარმოგვედგინა ჩვენი წინადადებები და ასეც მოვიქეცით. 12 სექტემბერს ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი წინადადებები აზერბაიჯანული მხარისგან. არის პროცესი და დისკუსია. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში პირისპირ მოლაპარაკებები არ ყოფილა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც მხარეთა პოზიციები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან“, - განაცხადა მირზოიანმა.

 

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის პრემიერის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესის მომავალს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner