კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს 1958 წელს ბრიუსელში გადაღებულ ფოტოს, რაზე დაყრდნობითაც მიმართავს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს:
"ბატონო ბორელ, მშვენიერ ევროპულ ბაღზე, თქვენს ღირებულებებზე და ჯუნგლების ბინადრებზე საუბრისას, ბრიუსელის ეს პარკი ხომ არ გახსენდებათ. იქაური ადამიანური "ღირებულებებით"? ევროსკავშირში პროფესორები, არაწევრ სტუდენტებს, როგორ უხსნიან ამ ძირძველ ევროპულ ღირებულებათა სისტემას დღეს?"