logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ხალხის მიერ გადახდილი ბიუჯეტის ფული „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯიბის ფულად მიაჩნდა და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა
- +

14 სექტემბერი. 2023. 11:33

 

 

ხალხის მიერ გადახდილი, ბიუჯეტის ფული „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ ჯიბის ფულად მიაჩნდა და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროდან გახარჯულ 14 მლნ ლარზე საუბრისას განუცხადა.

 

ძალიან კი უნდოდათ ამ ყველაფრის პიჯაკების საქმედ შეფუთვა, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ხალხის მიერ გადახდილი ბიუჯეტის ფული „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ ჯიბის ფულად მიაჩნდა და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა. ეს ყველაფერი ქვითრებითა და სხვადასხვა დოკუმენტითაა ცნობილი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები გასაჯაროვდეს და თუკი სადმე არის დანაშაულის ნიშნები, ასეთი საკითხები იყოს გამოძიებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner