logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ამით ზიანდება არამხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც
- +

14 სექტემბერი. 2023. 11:35

 

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არანაირ მონაცემსა და ფაქტს არ ეფუძნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზოგადად მნიშვნელოვანია, ეს თემა საერთოდ როგორ გახდა განხილვის საკითხი.

 

სამწუხაროა, რომ ვნახეთ, რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, იყო საკითხი, რომელზეც არანაირი არც მონაცემი, ან ვინმეს მოსაზრება, ან რაიმე ფაქტი არ არსებობდა. თუ არ ვცდები, ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა თუ დაადასტურა, გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი დეზინფორმაციით რომ არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან ასეთ საკითხებზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოსაც კი მოუწია განცხადების გაკეთება. არ ვიცი, ერთი მხრივ, ასეთი ბორდის წევრი რა ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მეორე მხრივ, აჩვენებს, ჩვენი ოპოზიცია როგორ კანდიდატებს არჩევს ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. იმედი მაქვს, ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაევრცელებინა.

 

იმედი მაქვს, გუშინ გაეცანით აშშ-ის საელჩოს განცხადებას. არათუ მე, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ასეთი პირდაპირი ტყუილებით, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა, ასეთ ტყუილზე რომ ეწყობა სიუჟეტები და შემდეგ ხდება დღის განხილვის თემა, ეს შორს არის კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკას საქართველოს მთავრობისთვის ქვეყანაში სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ შეთავაზება არ გაუკეთებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner