საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახი კალაძე მის წინააღმდეგ გახშირებულ ბრალდებებს ეხმაურება:
„გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა კარგად მესმის, საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, ყოველთვის როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან „მარშუტკების" ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ჰუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია, ბოლოს გავიგე, თითქოს გორში ქარის ელექტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურები, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა, ათასი სიბუნძურე, ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის.
შეიძლება კენედის მკვლელობის საქმე თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. ამ ოჯახს მე თანავუგრძნობ ადამიანურად, მათ თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა, მითითება, შესაბამის სამსახურებს წარუდგინონ და მოვითხოვ, რომ გამოძიება დაიწყოს. ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით, მეც, საზოგადოებაც,"- განაცხადა კახი კალაძემ.