აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა, მოეწყო ქართული სამოსის გამოფენა, ხოლო საღამო მუსიკალურად გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ გააფორმა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ქართული დიასპორის მხრიდან შეერთებულ შტატებში მსგავსი საღამოს გამართვა, მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას და მეგობრული კავშირების აღდგენას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.