„რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, თუ რა არის შესრულებული და რაზე მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ კვირას კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, თუ რა არის შესრულებული და რაზე მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ კვირას კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. ბოლო დღეებში აქტიურად განიხილებოდა დეპოლარიზაციის საკითხი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს პუნქტი ცალმხრივად ვერ შესრულდება და ამას სჭირდება მეორე მხარეც. ვფიქრობ, რომ დღეს დეპოლარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა კალაძემ.