logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაახლოებით ორჯერ მეტია
- +

14 სექტემბერი. 2023. 13:34

 

 

ეკონომიკური ზრდა არის დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე იყო სავალუტო ფონდის პროგნოზი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა კითხვას „რატომ არ აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე“.

 

ვინ გითხრათ, რომ არ აისახება? აქ სპეკულირება რით ხდება, იცით? დღემდე საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამიტომ, ადვილია ამ თემებით სპეკულირება. მაგრამ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სიღარიბე განულდა და აღარავის უჭირს ამ ქვეყანაში, ყველა დალხენილია და ა.შ.

 

ზრდას რაც შეეხება, ის ყველა მაჩვენებელში ასახულია. ხედავთ, რომ ქალაქებში არის უამრავი მშენებლობა და ქართველები ყიდულობენ ამ ბინებს. 2012 წელთან შედარებით ავტომობილების რაოდენობა არის სამჯერ და მეტად გაზრდილი. ბუნებრივია, ეს ეკონომიკური ზრდა აისახება ამ მონაცემებში. შესაბამისად, როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე, ამას აქვს კონკრეტული დამადასტურებელი მონაცემები და რუსეთი აქ არაფერ შუაშია. ეს ცარიელი სპეკულაციაა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner