logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ოპოზიციაში ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია
- +

14 სექტემბერი. 2023. 13:48

 

 

რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ოპოზიციაში ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ანტი ევროპული, ანტიდასავლური თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადების სახით, კონკრეტული საქმეებით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ეს არის ის პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალებად გვევლინებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ და გააკეთეს ამ ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია და მინდა გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.

 

ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია სიცრუით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება შეიცავს ტყუილს, დაფუძნებულია ადამიანების გაშავების მცდელობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე. გუშინ ჩვენ არაერთი განცხადების გაკეთება მოგვიწია, რომ ეს იყო ტყუილი, სიცრუე, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ ეს იყო ტყუილი“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner