„რა თქმა უნდა, დიდი დაპირისპირებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს უკვე გამოაშკარავდა და ყველა ძალიან კარგად ხედავს ამ დაპირისპირებას“, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის განცხადებით ამაზე პარტიის წევრების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს.
„ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემა/არმიცემასთან დაკავშირებით, დარბაზში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ერთმანეთს არ და ვერ ენდობიან“, - აცხადებს კალაძე.