logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ საკუთრებას, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ, აშკარად იკვეთება, რომ სააკაშვილმა პირად კეთილდღეობას მოახმარა მილიონობით ლარი
- +

14 სექტემბერი. 2023. 14:58

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენების დაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ.

 

მე არ ვიცი, რატომ აღმოაჩინეს ვიღაცებმა ახლა ეს ინფორმაცია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს ფაქტი თავისთავად კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ. ისინი სახელმწიფოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ საკუთრებას, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი საბოლოოდ, მაგრამ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი. ეს დამატებითი თანხებია, თორემ ასეთივე ფაქტებია ასახული იმ საქმეში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია უწოდებს „პიჯაკების საქმეს“. რა შუაშია პიჯაკები? ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა და ეს ინფორმაცია ამის მორიგი მხილებაა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner