„ყველა უწყებას აქვს კონკრეტული სამუშაო განსაზღვრული”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.
„არსებობს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია ამოცანები, განსაზღვრულია ინდიკატორები და ამ გეგმის უდიდესი ნაწილი განხილულია და შეთანხმებულია ევროკავშირთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სამუშაო პროცესი უკვე გადაინაცვლებს პარლამენტში. განვიხილავთ და მივიღებთ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ამ რეკომენდაციის შესრულებას სრულად უზრუნველყოფს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული.