logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ შესაბამისი პირი არ ასრულებს იჯარის ვალდებულებებს უნდა შეწყდეს ურთიერთობები. მთავარია სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული
- +

14 სექტემბერი. 2023. 15:43

 

 

თუ შესაბამისი პირი არ ასრულებს იჯარის ვალდებულებებს უნდა შეწყდეს ურთიერთობები. მთავარია სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით, რომელსაც რაჭის ტყეები იჯარით აქვს აღებული და სამოქმედო გეგმა უნდა წარმოედგინა 6 თვის ვადაში, თუმცა, ამ დრომდე არ წარმოუდგენია და გარემოს ეროვნულ სააგენტოს მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოუწია.

 

ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც იჯარით ხდება გარკვეული ქონების გადაცემა, ამას თან ახლავს ვალდებულებები. თუ შესაბამისი პირი არ ასრულებს ვალდებულებებს, უნდა შეწყდეს ურთიერთობები. ამ ზომებს იღებს ბუნებრივია სახელმწიფო. მთავარია სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული და სამინისტრო სწორედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner