რეჟისორი გოგა ხაინდრავა რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას პასუხობს:
„გული მწყდება იმაზე, რომ ეტყობა ასაკთან დაკავშირებით პოლიტიკური ალღო და პოლიტიკური მეტყველების უნარი დაკარგა.
ინჩი-ბინჩი ვის ესმის და ვის არა ამას ვნახავთ არჩევნების შედეგად"- განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.
„ადამიანს, რომელსაც არ აქვს ნანახი ნაწარმოები და ისე აკეთებს კომენტარს ეს მეტყველებს მის ინტელექტუალურ უნარზე, რომელშიც ადრე ეჭვი არ მეპარებოდა"- განაცხადა ხაინდრავამ ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით ჰეროკრატიას დამკვეთსა და შემსრულებელს „პოლიტიკის ინჩი-ბინჩი არ ესმით" და ფილმი ბუმერანგივით შემოუბრუნდებათ.