logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია
- +

14 სექტემბერი. 2023. 17:15

 

 

მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ღირსეულად იმსახურებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის „ნატოს“ გაერთიანება და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს მნიშვნელოვანია. კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული სტატუსის მიღება-არ მიღება, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული არ მოცემასთან დაკავშირებით, იყო უსამართლო, არასწორი გადაწყვეტილება, რადგან თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო საქართველო, თავისი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით, მიღწევებით და ა.შ. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ღირსეულად იმსახურებს ამ სტატუსს“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner