logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ეს შეურაცხმყოფელია და ამას ყოველთვის გავცემთ შესაბამის პასუხს
- +

14 სექტემბერი. 2023. 17:27

 

 

ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ეს შეურაცხმყოფელია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არის კრიტიკული საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტარების მიმართ.

 

ჩვენი მხრიდან ყველას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა. რაც შეეხება კრიტიკას, ადამიანები ვართ, თეთრზე რომ გეუბნებიან შავიაო და აქვთ მცდელობა კონკრეტულ ადამიანებს ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და ნაცარი არ უნდა შეიყარო, როდესაც მართალი ხარ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ეს შეურაცხმყოფელია. თავმოყვარე ხალხი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ უდიდესი კულტურის, ტრადიციების ქვეყანა ვართ, რითაც ვამაყობთ და მზად ვართ პარტნიორობის, მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მაგრამ ეს გვინდა სწორი ფორმებით და არა ეს ვიღაცამ თავში წამორტყმით და შეურაცხყოფით გააკეთოს. შეურაცხმყოფელია თუ არა, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საპირწონედ აყენებენ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს? ასეთი თემებია, რაც ძალიან ცუდია და ამას ყოველთვის გავცემთ შესაბამის პასუხს ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner