logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ამ თემაზე ხმაური არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ეს რუსების მიერ აღიქმება წითელ ალმად, რომ აქ შეიძლება ამერიკული ბაზა გაიხსნას
- +

14 სექტემბერი. 2023. 18:02

 

 

ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ მედიის ნაწილში საქართველოში ამერიკული ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა. ამ თემაზე მან „ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით დაიცავდა თუ არა საქართველოს მსგავსი ბაზა. ანალიტიკოსის აზრით, სახელმწიფოს იცავს არა სამხედრო ბაზა, არამედ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები სახელმწიფოებს შორის.

 

ბაზა კი არ არის აქ სავალდებულო, შეიძლება ბაზა იყოს და ეს სულ არ შეაკავებს რუსეთს. და შეიძლება ბაზა არ იყოს და გქონდეს სამოკავშირო შეთანხმება [ნატოს] მეხუთე მუხლის მსგავსად - ანუ, აგრესიის შემთხვევაში ამერიკა იღებს ამას, როგორც მასზე თავდასხმას. ეს არის მთავარი და ამას ექნებოდა მნიშვნელობა და არა ბაზის ქონას.

 

ამ თემაზე ხმაური არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ეს რუსების მიერ აღიქმება წითელ ალმად, რომ აქ შეიძლება ბაზა გაიხსნას. და თუ მსგავსი მოლაპარაკებები იყო, პირიქით, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს, ეს საიდუმლოდ უნდა შეინახოს, თუ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება აწუხებს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner