„ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია - იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია - იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე. ძალიან რთული იქნება, მითუმეტეს იმ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ვინც არათანმიმდევრული იყო ქალბატონ ზურაბიშვილთან მიმართებაში. სხვათა შორის, ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ. ეს დილემისგან ერთგვარი თავის არიდებაა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.