logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე სააკაშვილის საქმეზე: უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვსმენია, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვა არამიზნობრივად ხდებოდა. ეს წლები მიმდინარეობდა და ამის შედეგები ბევრჯერ ვნახეთ
- +

14 სექტემბერი. 2023. 18:46

 

 

მუდმივმა ყვირილმა, ხმაურმა სამართალი პოლიტიკასთან ისე აზილა, რომ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

სამწუხაროა, რომ პერიოდულად მათ შორის ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ისეთ რაღაცებს ვისმენთ და ვადევნებთ თვალს, რომ მე თუ მკითხავთ, როგორც მოქალაქეს, მის პიროვნებასაც აკნინებს. სამართლებრივად თუ მივუდგებით არის რაღაცები, სადაც ხანდაზმულობის ვადა ძალიან დიდია. როდის რა საქმე ამოტივტივდება და ვის რა პასუხი მოეთხოვება ამის გასაგებად გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. შესაბამისად, ძალიან ცუდია, რომ მუდმივმა ყვირილმა, ხმაურმა სამართალი პოლიტიკასთან ისე აზილა, რომ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით. კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, ეს ამ ქვეყნის ბევრი მკვიდრისთვის უცხო არ იქნება, რადგან ჩვენ ბევრჯერ გვსმენია, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვა არამიზნობრივად ხდებოდა. ეს წლები მიმდინარეობდა და ამის შედეგები ბევრჯერ ვნახეთ“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner