“კონსტიტუციაზე მაღლა აყენებენ პირად და პოლიტიკურ მიზნებს”, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გარიგება შედგა.
„როცა კონსულტაციები ჩატარდა და კონსულტაციების დასრულებისთანვე ე.წ. პოლიტსაბჭო იკრიბება და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ შედიან პარლამენტში და არ აძლევენ ხმას იმპიჩმენტს, ე.ი რაღაც გარიგება მოხდა ხომ?! მაქვს ეჭვი, რომ ჩატარდება იმპიჩმენტის კენჭისყრა და რაღაც პერიოდის მერე ატყდება ახალი ყიჟინა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტი შეიწყალებს.“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.