logo_geo
eng_logo
ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
- +

14 სექტემბერი. 2023. 18:59

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებული მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი ნივთებით დახმარება.

 

უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას სტიქიის ზონაში. სოფელ ნაგომარში დავიწყეთ საავტომობილო გზაზე დროებითი ხიდის მოწყობა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და საპროექტო ჯგუფი.  სტიქიამ ასევე პრობლემები შეუქმნა სოფელ ჯუმათში - ჭოკლაურის უბანს, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაზიანდა გზა და საცხოვრებელი სახლები. ამ წუთებში აქტიურად მუშაობს მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „სატისის,“ ტექნიკური ჯგუფიც, რათა უმოკლეს დროში აღვადგინოთ წყლის მიწოდება.

 

თანამოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზიანის შეფასება - ეს არის ახლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner