logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: მას შემდეგ რაც ვარჰეიმ შუალედური ანგარიში წარადგინა, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ პროცესი წინ წაგვეწია და უფრო მეტი პროგრესი გვქონოდა
- +

14 სექტემბერი. 2023. 21:01

"მას შემდეგ რაც ვარჰეიმ შუალედური ანგარიში წარადგინა, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ პროცესი წინ წაგვეწია და უფრო მეტი პროგრესი გვქონოდა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

ჩვენ ივნისში მოვისმინეთ შუალედური შეფასება, მას შემდგომ ახალ ანგარიშზე მუშაობს კომისია და ახალი შეფასებები ჯერ არ მომზადებულა. ვიცით, რომ ახლა მზადდება ანგარიში, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა იმ ნაბიჯს, რაც საქართველომ გადადგა. ახალი შეფასებისთვის ანგარიშს უნდა დაველოდოთ. მას შემდეგ რაც ვარჰეიმ შუალედური ანგარიში წარადგინა, ჩვენ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ პროცესი წინ წაგვეწია და უფრო მეტი პროგრესი გვქონოდა. ეს ინფორმაცია ევროკომისიის შესაბამისს სამსახურებს მიეწოდება. ბორელთანაც გვქონდა ამ თემაზე დისკუსია. რამდენიმე საკითხი პროცესშია. მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი დღეს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის პროცესი და ოქტომბრამდე გვაქვს შესაძლებლობა დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner