"ნარატივი, თითქოს საქართველოს მოსახლეობას სურს სხვა რამ და მთავრობა არის განყენებული მოსახლეობისგან არის აბსოლუტურად მავნებლური ნარატივი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარიზში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.
„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული და სწორედ იმ ხალხის მიერ, რომელზეც არის საუბარი. მსგავსი მცდელობა წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს დემოკრატიულ სტანდარტებთან და ევროპულ ფასეულობებთან.ძალიან მავნებლურია საქართველოსთან მიმართებაში ამ ნარატივის შენება, რომ თითქოს ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა და ხელისუფლება ხალხის ნაწილი არ არის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.