საქართველოს პარლამენტის წევრი, კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპსშეხვდა.
„კორეის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღეს მორიგი შეხვედრა გვქონდა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნენსკრა ჰესის პროექტს და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ საპარლამენტო კავშირების გამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.