ეროვნული გალერეა მხატვარ ნინიკო მორბედაძის გამოფენას მასპინძლობს. გალერეის ხუთ საგამოფენო სივრცეში მხატვრის 100-ზე მეტი ნამუშევარი პირველად იქნება წარმოდგენილი.
რეტროსპექტიული გამოფენა 1989 წლიდან დღემდე შესრულებულ ნახატებს აერთიანებს. გამოფენა ეროვნულ გალერეაში ხვალ გაიხსნება.