logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, არ შემოვიდნენ დარბაზში კენჭისყრის დროს. იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, ფიქრობენ, რომ შეიძლება ვიღაცამ თითი მიაჭიროს ღილაკს იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს
- +

15 სექტემბერი. 2023. 01:05

"დღეს ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, საერთოდ დატოვონ, თუ არ შემოვიდნენ დარბაზში კენჭისყრის დროს. იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, იმდენად არ ენდობიან თავის გვერდში მდგომებს, ფიქრობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება თითი მიაჭიროს ღილაკს იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

 

 

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

 

 

დღეს ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, საერთოდ დატოვონ, თუ არ შემოვიდნენ დარბაზში კენჭისყრის დროს. იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, იმდენად არ ენდობიან თავის გვერდში მდგომებს, ფიქრობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება თითი მიაჭიროს ღილაკს იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს და რაღაც გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი. საერთო ჯამში ეს აჩვენებს იმ მორალურ კატასტროფას, რაც ოპოზიციის ფლანგზეა, უბრალოდ არ ენდობიან ერთმანეთს. პარტიები არ ენდობიან ერთმანეთს, მაგრამ პარტიის შიგნითაც არ ენდობიან ერთმანეთს და ერთადერთი გამოსავალი აქვთ, რომ დატოვონ დარბაზი იმისთვის, რომ ხელები შეუკრან ერთმანეთს, რათა საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. სასაცილო მდგომარეობაა, ნუ ნერვიულობენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner