"რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ჩვენ სამწუხაროდ, ვიხილეთ პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი ახსნა არ მოჰყვა და აქაც პრეზიდენტმა თავი იმართლა, რომ ის არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, სამართლებრივად ის არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ის ქართველი ხალხის ვალშია, ეს გადაწყვეტილება განმარტოს. ამ გადაწყვეტილებაზე შემდეგ კომენტარები მოვისმინეთ, რომ ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას. ეს ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.