logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გარწმუნებთ, საქართველო გააკეთებს ყველაფერს და ჩვენ ვიქნებით პირნათელი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროკავშირის წინაშე, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით
- +

15 სექტემბერი. 2023. 00:30

"ზაფხული ძალიან ინტენსიურ მუშაობაში გავატარეთ, მათ შორის ევროკავშირთან კომუნიკაციის მხრივ - პარლამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან იმასთან დაკავშირებით, კიდევ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ჩვენი მხრიდან," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„მნიშვნელოვანი იყო ივნისში კომისარ ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიში, რომელმაც პირველად განმარტა, თუ ევროკავშირი როგორ ხედავს ამ პრიორიტეტების შესრულებას. ეს იყო პირველი ოფიციალური პასუხი. მანამდე ჩვენ ვითხოვდით, დეოლიგარქიზაციაზე ან დეპოლარიზაციაზე რას გულისხმობთ, იქიდან კი ხშირად იყო პასუხი, რომ თქვენ გააკეთეთ, ჩვენ შევაფასებთ. საბოლოო ჯამში, მაშინ ითქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 იყო შესრულებული. დღეს ჩვენ გვესმის, რომ სამი საკითხია დარჩენილი: ეს არის დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და მედიის საკითხი, გარწმუნებთ, საქართველო გააკეთებს ყველაფერს და ჩვენ ვიქნებით პირნათელი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროკავშირის წინაშე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით - ყველა ნახავს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებითაც, საქართველო კვლავ იქნება ლიდერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner